16:06:29     23-03-2023
"მიშა რომ გადაიყვანონ ციხეში, 2-3 დღეში მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება"– მიხეილ სააკაშვილის ძმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამა გიორგი სააკაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულება "ვივამედს" პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურს.
"ფაქტობრივად აღიარეს, რომ მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უნდათ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და მიმართავენ პენიტენციურ სისტემას, თქვენ გადაწყვიტეთ. ფაქტობრივად თქვეს, რომ დააბრუნეთ ციხეში, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიშა რომ გადაიყვანონ სიტყვაზე ციხეში, დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 დღეში მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება", - ამბობს გიორგი სააკაშვილი.